მოსამართლემ ივანიშვილისა და ოქრუაშვილის დაკითხვის თაობაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

მოსამართლემ ივანიშვილისა და ოქრუაშვილის დაკითხვის თაობაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ საქმის გამოკვლევა დასრულებულია და უკვე დაუშვებელია ახალ გარემოებებზე მსჯელობა.

მოსამართლის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის კავშირი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით არ ჩანს. ურთმელიძის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილი მოხსენიებულია, თუმცა საქმის კვლევა უკვე დასრულებულია.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის ადვოკატები საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვას ითხოვდენ.

აღნიშნული შეუამდგომლობა ადვოკატებმა სასამართლოზე ვიდეოჩანაწერის წარდგენის შემდეგ დააყენეს, რომელიც ირმა ინაშვილთან ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს მცირე ნაწილია და სადაც ექს-პრემიერი "რუსთავი 2"-ის მფლობელებზე საუბრობს.