მსოფლიოს 250 უმსხვილეს ენერგეტიკულ კომპანიათა ჩამონათვალში რუსული მონოპოლისტი კონცერნის, "გაზპრომის" პოზიციები მკვეთრად შეირყა. "დოიჩე ველეს" ინფორმაციით , ამას მოწმობს ის რეიტინგი, რომელიც ამერიკულმა საინფორმაციო სააგენტო "Platts"-მა გამოაქვეყნა.
ამ მონაცემების თანახმად, "გაზპრომი", რომელიც გასული წლის მონაცემებით ამ 250 ქვეყნის ლიდერთა ათეულში იყო, წელს 43-ე პოზიციაზეა. რუსული კომპანიებიდან ათეულში რეიტინგს მხოლოდ "როსნეფტი" ინარჩუნებს. წელსაც უმსხვილეს ენერგოკომპანიებს შორის ლიდერობას "ExxonMobil" ინარჩუნებს.