საპროკურორო საბჭოს ახალი წევრები ადვოკატი ირმა ჭკადუა და პოლიკარპე მონიავა გახდნენ

საპროკურორო საბჭოს ახალი წევრები ადვოკატი ირმა ჭკადუა და პოლიკარპე მონიავა გახდნენ

პარლამენტმა არსამთავრობო სექტორისა და სამეცნიერო წრეების მიერ წარდგენილ კანდიდატებს კენჭი უყარა.

სულ პროკურორთა საბჭო 15 წევრისგან უნდა დაკომპლექტდეს. მათგან 8 პროკურორი უკვე შერჩეულია. ასარჩევი კი რჩება დეპუტატი უმცირესობიდან და ორი მოსამართლე. საბჭოს ერთი წევრი კი, თავად იუსტიციის მინისტრი იქნება.

ცნობისთვის, “საქართველოს პროკურატურის შესახებ” კანონში განხორციელდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, მთავარი პროკურორი საპროკურორო საბჭომ უნდა აირჩიოს.