საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.
უსუფაშვილმა კონფერენციაზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება. სიტყვით გამოსვლის დასასრულს კი, მან კონფერენციის მონაწილეებს, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებიან, მიმართა და აღნიშნა, რომ როდესაც ისინი საქართველოში იმყოფებიან, ქვეყანა უსაფრთხოდ გრძნობს თავს.
„როდესაც თქვენ აქ ხართ, საქართველო უსაფრთხოდ გრძნობს თავს და ეს არის ჩანაცვლება ნატო-ს მე-5 პუნქტის. გთხოვთ მიიღოთ თქვენი გადაწყვეტილება, მიგვიღოთ ჩვენ, როგორც წევრები, ან დარჩით ჩვენთან აქ, ამ დარბაზში. ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ვიქნებით კმაყოფილები“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.