თუ მოსკოვი უკრაინის ვალის რესტრუქტურიზაციაზე უარს იტყვის, კიევი არ გამორიცხავს, რომ რუსეთის კრედიტის დაფარვა შეწყვიტოს

თუ მოსკოვი უკრაინის ვალის რესტრუქტურიზაციაზე უარს იტყვის, კიევი არ გამორიცხავს, რომ რუსეთის კრედიტის დაფარვა შეწყვიტოს

თუ მოსკოვი უკრაინის ვალის რესტრუქტურიზაციაზე უარს იტყვის, კიევი არ გამორიცხავს, რომ რუსეთის მიერ გაცემული კრედიტის დაფარვას შეწყვეტს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, არსენი იაცენიუკმა გერმანულ გამოცემა Handelsblatt-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, 3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი მოსკოვმა უკრაინის ექს-პრეზიდენტ ვიქტორ იუანუკოვიჩს "ქრთამის" სახით გადასცა. საპასუხოდ, იანუკოვიჩმა ევროკავშირთან დაახლოების პოლიტიკაზე უარი თქვა.

იაცენიუკის თქმით, კიევი ვალის გადახდას იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ მოსკოვთან შეთანხმებას 29 ოქტომბრამდე ვერ მიაღწევს.