საქართველოს პრეზიდენტი ქიბარ ხალვაშს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი ქიბარ ხალვაშს ხვდება

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, რომელიც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე აცხადებს პრეტენზიას, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილს ხვდება. 
ხალვაშს პრეზიდენტთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. ბიზნესმენი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადვოკატ პაატა სალიასთან ერთად იმყოფება. 
ქიბარ ხალვაშის მსგავსად, პრეზიდენტთან შეხვედრაზე განსახილველი საკითხის შესახებ არც მის ადვოკატს უსაუბრია. როგორც პაატა სალიამ ჟურნალისტებს განუცხადა, კომენტარს ამის თაობაზე თავად ქიბარ ხალვაში გააკეთებს.
პრეზიდენტის შეხვედრა ქიბარ ხალვაშთან ამ წუთებში იწყება. საუბრის თემა, სავარაუდოდ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მიმდინარე სამართლებრივ დავას შეეხება.