"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა სირიაში, პალმირაში სამი ტყვე სიკვდილით დასაჯეს. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ისლამისტებმა ტყვეები პალმირას უძველეს სვეტებზე მიაბეს და ააფეთქეს.
პალმირას ნანგრევები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეყვანილი. ისლამისტებმა ქალაქზე კონტროლი მიმდინარე წლის მაისში დაამყარეს. ოქტომბრის დასაწყისში "ისლამური სახელმწიფოს" წევრებმა ანტიკური ხანის ტრიუმფალური თაღი ააფეთქეს.