გიორგი მარგველაშვილი დღეს ქიბარ ხალვაშს შეხვდება

გიორგი მარგველაშვილი დღეს ქიბარ ხალვაშს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშთან შეხვედრას გამართავს. 
არსებული ინფორმაციით, შეხვედრის თემა იქნება "რუსთავი 2"–ის დაბრუნებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები.
საქართველოს პრეზიდენტსა და ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს შორის დაგეგმილი შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში დაადასტურეს. მათი ინფორმაციით, შეხვედრა დღეს გაიმართება, თუმცა ზუსტი დრო ამ ეტაპზე არ კონკრეტდება.