საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძისა და "გაზპრომის" ხელმძღვანელის, ალექსეი მილერის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ "გაზპრომთან" მორიგი სამუშაო შეხვედრა შეხვედრა დღეს მილანში გაიმართა.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს არსებული ტრანზიტის მომსახურების ხელშეკრულების გაგრძელებისა და სხვა ტექნიკური ხასიათის საკითხები. აგრეთვე, ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების მოწოდების შესაძლებლობა და პირობები.