"როსსელხოზნადზორი" ქართულ მხარესთან მწვანე კულტურების რუსეთისთვის მიწოდებაზე შეთანხმდა. "ტასის" ცნობით, ამ თემაზე შეხვედრა უწყების ხელმძღვანელ სერგეი დანვერტსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველ ზურაბ ჩეკურაშვილს შორის გაიმართა.
სააგენტოსთან საუბარში "როსსხელხოზნადზორის" ხელმძღვანელის მოადგილემ, ალექსეი ალექსეენკომ განმარტა, რომ ეს, ფაქტობრივად, ფინალური შეთახმებაა. მისივე თქმით, რუსეთისთვის პროდუქციის მიწოდება უხლოეს პერიოდში დაიწყება. თუმცა, კონკრეტული ვადა ბიზნესზეა დამოკიდებული.
ზურაბ ჩეკურიშვილის განმარტებით, რასაც ასევე "ტასი" ავრცელებს, საქართველოს კომპეტენტური სამსახურები მზად არიან რუსეთის ბაზარზე ციტრუსის უსაფრთხო პარტიის შესატანად. თავის მხრივ, "როსსელხოზნადზორის" ხელმძღვანელის განცხადებით, რუსეთს, მონიტორინგის შედეგების თანახმად, ქართულ მცენარეულ პროდუქციასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ გააჩნია.