პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის შეხვედრა დასრულდა.
დავით უსუფაშვილმა რეზიდენცია უკომენტაროდ დატოვა. პრეზიდენტისა და პარლამენტის სპიკერის აუდიენცია თითქმის ერთ საათს გაგრძელდა
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გიორგი მარგველაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე სასაუბროდ, რეზიდენციაში პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე მიიწვია.
ამ დროისთვის პრეზიდენტის მიწვევას, დადებითად მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა.