საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს ხვდება. პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში უკვე მივიდა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გიორგი მარგველაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე სასაუბროდ, რეზიდენციაში პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე მიიწვია.
ამ დროისთვის პრეზიდენტის მიწვევას, დადებითად მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა.