გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას განცხადებით, თოვლ-ჭყაპი საქართველოს ჩრდილოეთში, მაღალმთიან რეგიონებშია მოსალოდნელი.
რაც შეეხება თბილისს, როგორც გვაზავამ "პირWელს" განუცხადა, ნალექიანი ამინდები დედაქალაქში თვის ბოლომდე შენარჩუნდება.
"დასავლეთ საქართველოში 28 ოქტომბრამდე ნალექია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 31 ოქტომბრის ჩათვლით იწვიმებს. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს და 18-20 გრადუსი იქნება, რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქ ტემპერატურა შენარჩუნდება და 14-16 გრადუსი იქნება. არ არის გამორიცხული, რომ ჩრდილოეთში, მაღალმთიან რეგიონებში თოვლ-ჭყაპიც აღინიშნოს", - აღნიშნა გვაზავამ.