თურქეთში დაპირისპირებისას 2 სამართალდამცველი და

თურქეთში დაპირისპირებისას 2 სამართალდამცველი და "ისლამური სახელმწიფოს" 4 წევრი დაიღუპა

თურქეთში, შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად 2 სამართალდამცველი და "ისლამური სახელმწიფოს" 4 წევრი დაიღუპა. როგორც თურქული სააგენტო "ანადოლუ" იტყობინება, თურქმა პოლიციელებმა ქურთებით დასახლებულ ქალაქ დიარბაქირში რეიდი ჩაატარეს. ერთ-ერთი ბინის შემოწმების დროს იქ მყოფმა ისლამისტებმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნეს.

როგორც "ბიბისი" აღნიშნავს, პოლიციას ინფორმაცია ჰქონდა, რომ დიარბაქირში ოქტომბრის დასაწყისში განხორციელებული ტერაქტების სავარაუდო ორგანიზატორები იმყოფებოდნენ.

2 ტერაქტი ანკარაში 10 ოქტომბერს მოხდა, რასაც 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.