იან კელი აცხადებს, რომ

იან კელი აცხადებს, რომ "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით სასამართლო პროცესს ძალიან დიდი ყურადღებით აკვირდებიან

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის განცხადებით, ტელეკომპანია "რუსთავი2"-თან დაკავშირებით სასამართლო პროცესს ძალიან დიდი ყურადღებით აკვირდებიან. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს სასტუმრო "ჰოლიდეინში" განუცხადა, სადაც ელჩი თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება.

"აქაც არაერთხელ გაიმეორეს, რომ მედიაპლურალიზმი, ასევე ყველა პოლიტიკური პარტიის და პოლიტიკური პროცესების ყველა მონაწილის შესაძლებლობა ხელი მიუწვდებოდეთ მედიაზე და შეეძლოს თავისი მოსაზრებების გამოხატვა, აბსოლუტურად მნიშვნელოვანი ელემენტია დემოკრატიის განვითარებისთვის. ამიტომაცაა, რომ მთელ ამ პროცესს ასეთი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს", - განაცხადა იან კელიმ.