ჩვენ არ გვინდა, გამოვაგზავნოთ ისეთი სიგნალი, რომელიც რუსეთის პროვოცირებას მოახდენს

ჩვენ არ გვინდა, გამოვაგზავნოთ ისეთი სიგნალი, რომელიც რუსეთის პროვოცირებას მოახდენს

ჩვენ არ გვინდა, გამოვაგზავნოთ ისეთი სიგნალი, რომელიც რუსეთის პროვოცირებას მოახდენს, - ამის შესახებ თბილისში მიმდინარე თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.

აპატურაი გამოეხმაურა კონფერენციაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა განცხადებას, რომ ზოგად გზავნილებთან ერთად, საჭიროა პოლიტიკური გადააწყვეტილების მიღება. აპატურაის თქმით, ნატო-ს მიზანია, საქართველო არ დააყენოს საფრთხის ქვეშ.

"2008 წელს ითქვა, რომ საქართველო შეუერთდება ნატოს. ეს არის როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური მზადყოფნის საკითხი. ნატო აკვირდება თითოეულ ასპირანტ ქვეყანას. უშუალოდ საქართველოსთან მიმართებაში კი ჩვენ არ გვინდა გამოვაგზავნოთ ისეთი სიგნალი, რომელიც პროვოცირებას გაუწევს რუსეთს და ამ თვალსაზრისით საქართველო დავაყენოთ საფრთხის ქვეშ", - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.