ჯეიმს აპატურაი:   საქართველოს აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი, რომ შეუერთდეს ნატო-ს წევრ ქვეყნებს

ჯეიმს აპატურაი: საქართველოს აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი, რომ შეუერთდეს ნატო-ს წევრ ქვეყნებს

საქართველოს აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი, რომ შეუერთდეს ნატო-ს წევრს ქვეყნებს, - ამის შესახებ სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში მიმდინარე სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მესამე ფორუმზე ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ უნდა გააგრძელოს სვლა ამ მიმართულებით. როგორც აპატურაიმ აღნიშნა, წლიური ბოლო პროგრამა ჩამოყალიბდა და შეიქმნა ის ინსტრუმენტები, რომელიც წაადგება საქართველოს.

"ჩვენ უნდა დავეხმაროთ საქართველოს თავის თავის მომზადებაში", - განაცხადა აპატურაიმ.

მისივე თქმით, ასევე მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რათა მივიდნენ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ საქართველო მზად არის ყველაფრისთვის. როგორც ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს უსაფრთხოებას.

"ჩვენ ვხედავთ საქართველოში დიდ პროგრესს 15 წლის წინ რაც იყო და ახლა რაც არის", - განაცხადა აპატურაიმ.

მისივე თქმით, თუ მთავრობა ერთად კარგად მუშაობს, არის დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება, მედია თავისუფალი და გამჭირვალეა, არჩევნები გამჭვირვალედ ტარდება - ეს ერთი კომპლექსური კალათაა და "ერთი ხელი მეორეს ბანს". როგორც აპატურაიმ აღნიშნა, პრაქტიკული თვალსაზრისით ჩრდილოატლანტიკური ალიანი აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ დაეხმაროს საქართველოს, "მათ შორის ჩვენი ფიზიკური ყოფნით საქართველოში".