ოზურგეთში

ოზურგეთში "ქართული ოცნების" ოფისზე ცოცხები გააკრეს

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ოფისზე ცოცხები გააკრეს. ამ ეტაპზე უცნობია, თუ ვინ გააკრა მმართველი პარტიის ოფისზე ცოცხები.
"ქართული ოცნების" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით დარჩია სატელეფონო საუბრის დროს მომხდართან დაკავშირებით შემდეგ კომენტარს აკეთებს.
"ვფიქრობ, რომ ამის გამკეთებელს შეეშალა ოფისი და ეს ატრიბუტები სხვა პოლიტიკური ძალის ოფისთან უნდა გაეკრა", - თქვა დავით დარჩიამ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ამბობენ, რომ პოლიციაში განაცხადი ამ დრომდე არ შესულა.
"რადგან მედიაში უკვე გავრცელდა ინფორმაცია, სამართალდამცველები მივლენ ადგილზე და გაერკვევიან, რა ხდება", - გვითხრეს პრესსამსახურში.