ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მტკიცებით, საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროება არ არსებობს. ამის შესახებ ივანიშვილმა "ქრონიკასთან" ინტერვიუში განაცხადა, რის კონტექსტშიც საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდა.
"არაფერი ხდება გარდა ამ 2 ათასი კაცისა. 2 ათას კაცს ნებისმიერ ქელეხზე მოაგროვებ. "რუსთავი 2" დაათრევს ამ 2 ათას კაცსს - ზოგს ფულს უხდის, ზოგი ნათესავია, ზოგი მეგობარია და აწვალებს. არაფერი არ ხდება. რომელ სამოქალაქო დაპირისპირებაზეა საუბარი?...
მინდა ხალხს სიმშვიდისა და სიწნარისკენ მოვუწოდო. 2 ათას კაცს, კიდევ ერთხელ ვიმიმეორებ, ნებისმიერ ქელეხზე მოაგროვებს ნებისმიერი ოჯახი.
არავითარი საფუძველი სამოქალაქო დაპირისპირებისა არ არსებობს. პრეზიდენტს უნდა, რომ შექმნას ეს საფუძველი. მისი განცხადება, ეს ეჭვი მაქვს, მხოლოდ ამას ემსახურებოდა, რამეთუ რეალური საფუძველი არ არსებობს. არაფერი ხდება. ხდება ის, რომ ერთმა მესაკუთრემ განცხადება შეიტანა სასამართლოში და ისტერიკებშია "ნაციონალური მოძრაობა" გვარამიას მეთაურობით. რა უნდათ, რა ისტერიკები აქვთ? ეს ისტერიკები გამოიწვევს სამოქალაქო დაპირისპირებას? ბოდიში მოიხადეთ. ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს", - განაცხადა ივანიშვილმა.