ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას "აბსულუტურად უპასუხისმგებლოს" უწოდებს . როგორც ივანიშვილმა "ქრონიკასთან" ინტერვიუში განაცხადა, პრეზიდენტმა კანონი დაარღვია.
"აბსოლუტურად უპასუხისმგებლო იყო პრეზიდენტის გამოსვლა და კიდევ ერთი სიურპრიზი შესთავაზა საზოგადოებას. კიდევ ერთ გაუგებრობაში მოყვა ეს კაცი. კაცმა, რომელსაც კონსტიტუციით ევალება კონსტიტუციური ბალანსი, დაარღვია კანონი. კანონის სადარაჯოზე მდგომად უნდა თავი მოგვაწონოს და ამ დროს თვითონ არღვევს მას თავისივე გამოსვლაში – მარგველაშვილს არ აქვს უფლება მოსამართლეს მიანიშნოს. ისივე როგორც, არ ჰქონდა უფლება განაცხადოს ის, რომ რაღაც ხდება. სხვათა შორის, ხიდაშელმა უპასუხა ძალიან კარგად. მე უფრო მწვავედაც ვუპასუხებდი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ყოფილი პრემიერის მტკიცებით, ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროება არ არსებობს და ამ კუთხით არაფერი ხდება.
"არაფერი არ ხდება გარდა ამ 2 ათასი კაცისა. 2 ათას კაცს ნებისმიერ ქელეხზე მოაგროვებ. "რუსთავი 2" დაათრევს ამ 2 ათას კაცსს - ზოგს ფულს უხდის, ზოგი ნათესავია, ზოგი მეგობარია და აწვალებს. არაფერი არ ხდება. რომელ სამოქალაქო დაპირისპირებაზეა საუბარი? ყველაზე დიდი შეცდომა პრეზიდენტმა სწორედ აქ დაუშვა. არავითარი საფუძველი სამოქალაქო დაპირისპირების არ არსებობს და მას, ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებს, უნდა გააპრაოს "ნაციონალური მოძრაობა", - აღნიშნა ივანიშვილმა.