აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე

აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე "გაზპრომის" საკითხი არ განიხილება

საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ მასსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის, სატელეფონო საუბარი შედგა.

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, მისი და გრიგორი კარასინის შეხვედრა, ნოემბრის შუა რიცხვებში დაინიშნა.

"შეხვედრა პრაღაში, ალბათ, ნოემბრის შუა რიცხვებში შედგება, რომელსაც ორივე ქვეყნის საგარეო უწყების წარმომადგენლები დაესწრებიან. ჩვენ გვაქვს კონკრეტული დღის წესრიგი, კონკრეტული მანდატი. საუბარი იქნება სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო საკითხებზე", - განუცხადა აბაშიძემ "პირWელს".

კითხვაზე, იქნება თუ არა აბაშიძე-კარასინის ფორმატში "გაზპრომისა" და საქართველოს თანამშრომლობაზე საუბარი, აბაშიძე აცხადებს, ეს ძალიან ტექნიკური საკითხია, რომელზეც სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ.

"ეს არის ძალიან ტექნიკური საკითხი. ამაზე სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ. ქართველ და რუს ენერგეტიკოსებს, ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან, აქვთ მუდმივი კონტაქტი, თანამშრომლობენ და ამ საკითხის განხილვა სწორედ მათ შორის უნდა მოხდეს. მე და კარასინი ენერგეტიკის საკითხებს ვერ განვიხილავთ", - განაცხადა აბაშიძემ.