ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა პრაღაში ნოემბრის შუარიცხვებში გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დღეს აბაშიძესა და კარასინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რა დროსაც მხარეებმა "რუსულ-ქართული ურთიერთობის ზოგიერთი პრაქტიკული საკითხი" განიხილეს.