საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრაში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო, 40-მდე დიპლომატი მონაწილეობს. როგორც ცნობილია, ქვეყნის პირველი პირი საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საზოგადოების სხვადასხვა სექტორთან უკვე მეორე დღეა კონსულტაციებს მართავს.
პრეზიდენტი გუშინ პოლიტიკური წრეების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა, დღეს კი - დიპლმატებთან აუდიენციამდე გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციებთან გამართა შეხვედრა.
დღესვე, 18:00 საათზე კონსულტაციების ფარგლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ექსპერტებს ელოდებიან.