რუსული აღმართის დასაწყისი

რუსული აღმართის დასაწყისი

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა ისტორიაში გამორჩეულ ფიგურას წარმოადგენს კახეთის მეფეალექსანდრე II. ბაგრატოვანთა, გნებავთ- ფარნავაზიანთა მრავალსაუკუნოვანი მართველობისპერიოდში ძნელად მოიძებნება მეორე მისებრ მოქნილი, ელასტიური პოლიტიკის გამტარებელიპოლიტიკოსი, რომელსაც არაჩვეულებრივად შეეძლო ამყოლის აყოლა და დამყოლის დაყოლა. ეს იყოადამიანი, რომელიც ცხოვრებაში რეალურად ახორციელებდა ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი-სპრინციპს, მეფე, რომლის მოღვაწეობა დაემთხვა ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის უაღრესად რთულეპოქას და ვინც ღირსეულ პარტნიორობას (ოპონენტობასაც) უწევდა თვით ირანის ლომს შაჰ აბას I-ს. 

ალექსანდრე II 15 წლის განმავლობაში ვირტუოზულად მანიპულირებდა რუსეთ-ირან-ოსმალეთს შორის და თუ ბოლოს ტრაგიკულად დაამთავრა სიცოცხლეშექმნილი სიტუაციის შედეგი უფრო იყოვიდრე მისი შეცდომებიდან გამომდინარე ფატალური გარდუვალობა.

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა ისტორიაში სწორედ ალექსანდრე II სახელთანაა დაკავშირებული იმდროინდელი საერთაშორისოსამართლის  ნორმების დაცვით შედგენილი ხელშეკრულების დადებარომელშიცკონტრაგენტთა აშკარა უთანასწორობის მიუხედავად,კახეთის სამეფო ღირსეულ პარტნიორს უფრო წარმოადგენდავიდრე მფარველობის მთხოვნელ უმწეო ქვეშევრდომს.

გადაწყვეტილება რუსეთთან დაკავშირებისა და ქრისტიანი მეზობლის გამოყენებით ამიერკავკასიაში მისთვის ხელსაყრელი ბალანსისდამყარების შესახებ ალექსანდრე II უაღრესად რთულ  პოლიტიკურ სიტუაციაში მიიღო. 1578 წელს დაიწყო ირან-ოსმალეთის ცნობილიომირომელშიც უპირატესობა აშკარად პორტას მხარეს იყო (ბრწყინვალე პორტას შემოკლებული ვარიანტიაასეთი სახელწოდებითმოიხსენიებდნენ ევროპაში სტამბოლის სახელისუფლებო კარს..) და ალექსანდრეც იძულებული გახდასულთნის სასარგებლოდეკისრა უმნიშვნელო წლიური მისართმეველი

ამასთანოსმალთა ჯარით მან შაქიც დალაშქრასადაც კახეთის ტახტზე მეოცნებე მისივე გამაჰმადიანებული ძმა იესე (ისა ხანიიჯდა დამორჩილებაში მოაქცია ეს მხარეთუმცამალე კახეთის მეფეს ირანის მიმართაც მოუხდა ვასალური დამოკიდებულების დემონსტრირება დამძევლად უმცროსი ვაჟი კონსტანტინე გაგზავნა შაჰის კარზეფრთხილი მეფე ფხიზლად ადევნებდა თვალს მოვლენათა განვითარებას დამეომარ მხარეთა საბოლოო არჩევანის გაკეთებას აჭიანურებდა.

1585 წელსროდესაც ირან-ოსმალეთის დაპირისპირებამ პიკს მიაღწია და სულთნის ჯარებმა თავრიზის აღებაც მოახერხესკახეთშიმოსკოველი დესპანი რუსინ დანილოვი გამოჩნდა და მეფე ალექსანდრეს სრულიად კონკრეტული წინადადება შესთავაზარუსეთი კახეთისმფარველობას კისრულობდა დაცხადიასანაცვლოდგარკვეულ პირობებს აყენებდა.

დანილოვის ელჩობის შესახებ მასალები პირველად სერგეი ბელოკუროვმა გამოაქვეყნა ცნობილ ნაშრომში სნოშჩენიე როსსიი კავკაზომთუმცა მან პუბლიკაციისას გარკვეული შეცდომა დაუშვარაც არასწორი დასკვნის გამოტანის საფუძველი გახდა.

დიდხანს მიაჩნდათრომ დანილოვს დავალებული ჰქონდა სამხრეთიდან ასტრახანში ვაჭრების მიწვევა და ეს იყო მისი ელჩობისძირითადი დანიშნულებაშემდეგ გაირკვარომ აღნიშნული კომერციული მისია სინამდვილეში შეასრულა ვინმე რუსინკო პოლუეხტოვმა,დანილოვი კი საგანგებო პოლიტიკური დავალებით იყო მივლენილი კახეთში.

დოკუმენტებიდან ირკვევარომ რუსი ელჩი კახეთიდან 1586 წლის ივლისში გაბრუნდათუ იმდროინდელ საკომუნიკაციო საშუალებებსდა კავკასიონის გადალახვასთან დაკავშირებულ ტექნიკურ სირთულეს გავითვალისწინებთლოგიკურიავიფიქროთრომ დანილოვიკახეთში 1585 წლის ზაფხულ-შემოდგომაზე ჩავიდოდა.

თავისთავადუაღრესად საინტერესოა ფაქტირომ ამჯერად რუსეთსა და კახეთს შორის დიპლომატიური კავშირის დამყარებისინიციატივა მოსკოვიდან წამოვიდა.

ლოგიკურად ისმის კითხვარა ფაქტორმა განაპირობა რუსეთის ამგვარი დაინტერესება?

ქართულ  ისტორიოგრაფიაში ყურადღებას ამახვილებენ მომენტის თავისებურებაზეროდესაც განხორციელდა  დანილოვის ელჩობარუსიდიპლომატები ფხიზლად ადევნებდნენ თვალს ირან-ოსმალეთის ომსრომელშიც აშკარად გამოიკვეთა პორტას უპირატესობამოსკოვშიკარგად ხვდებოდნენრომ სულთნის სამხედრო წარმატებები რეალურ საფრთხეს უქმნიდა რუსეთის სამხრეთ საზღვარს (მაგალითისთვისშეიძლება გავიხსენოთ ოსმალთა 1569 წლის ლაშქრობა ასტრახანზერომლის გამეორებასაც დღე-დღეზე ელოდნენ რუსეთში). სულთნისხელისუფლებამ კატეგორიულად მოთხოვა რუსეთსჯარი გაეყვანა დონისა და თერგისპირეთიდანაგრეთვემოეშალა ყოველგვარისიმაგრე ჩრდილო კავკასიაშითურქთა ულტიმატუმის მოტივი ნათელიაისინი აპირებდნენ ჩრდილოეთიდან შეეტიათ შირვანისა დადარუბანდისთვისსაამისოდ კი თავისუფალი სახმელეთო მაგისტრალი სჭირდებოდათ.

რუსეთიცხადიაპასიურად ვერ შეხვდებოდა თერგზე და საშამხლოში ოსმალთა გავლენის გაძლიერებასამიტომმოსკოვში გადაწყვიტესკონტრღონისძიებათა განხორციელება და კავშირის დამყარება ამიერკავკასიის ყველა ანტითურქულად განწყობილ პოლიტიკურერთეულთანამ თვალსაზრისითმოსკოვის იდეალურ მოკავშირედ შეიძლება სწორედ კახეთი მივიჩნიოთრადგან ქართლის ციხეებში იმდროს ოსმალური გარნიზონები იდგნენ.

ფაქტობრივადაღმოსავლეთ ამიერკავკასიაში კახეთი იყო ერთადერთი ქვეყანარომელსაც თურქთა უშუალო ოკუპაცია არ განუცდია დარუსეთმაც არჩევანი შემთხვევით როდი შეაჩერა მასზე.

თავის მხრივალექსანდრე II  დიდი კმაყოფილებით მიიღო რუსი ელჩიცხადიამეფე შესანიშნავად იყო ინფორმირებული იმეპიზოდური კონტაქტების შესახებრომელთაც ადგილი ჰქონდათ რუსეთთან  ურთიერთობაში მისი წინამორბედების მართველობისპერიოდში და არაფერია გასაოცარი იმაშირომ იგი წინაპართა საგარეო პოლიტიკური კურსის ერთგული დარჩამეორე მხრივკახეთშიკარგად ესმოდათრომ ირან-ოსმალეთის ომი უსასრულოდ არ გაგრძელდებოდა და მისი დამთავრების შემდეგ გამარჯვებული მხარევინცუნდა ყოფილიყო იგიმთელი სიმწვავით დასვამდა კახეთის საკითხსამიტომმეზობელ ისლამურ მონსტრებთან ურთიერთობაში კახეთსსასიცოცხლოდ ესაჭიროებოდა ძლიერი ქრისტიანული მოკავშირისთუნდაც სიმბოლური და მორალურიმაგრამ მაინც დახმარებაამმხრივალექსანდრე II  შემხვედრი ინტერესები გააჩნდა რუსეთთან ურთიერთობაში

კახეთის მეფე სერიოზულად მოეკიდა საქმეს და რუსეთში დაბრუნებულ დანილოვს თან გააყოლა თავისი ელჩები იოაკიმე მღვდელი,კირილე ბერი და ყურშიტა ჩერქეზიისინი 1586 წლის ოქტომბერში მოსკოვში ჩავიდნენჩანსრუსეთი  დიდ მნიშვნელობას ანიჭებდაკახეთის კეთილგანწყობასრაზეც თვალნათლივ მეტყველებს ქართველ დესპანთა პომპეზური აუდიენციამოლაპარაკების დროსრუსეთის ხელისუფლება ცდილობდაისე წარმოეჩინა საქმეთითქოს ინიციატივა ქართული მხარისგან მომდინარეობდამაგრამ ამას არცჰქონდა არსებითი მნიშვნელობაკახელი დიპლომატები იმედოვნებდნენრეალურად მიეღწიათ რუსეთის მიერ ასტრახანიდანსაშამხლოზე გამავალი სავაჭრო მაგისტრალების დაცვისათვის.

სერგეი ბელოკუროვის მიერ გამოქვეყნებულ მასალებში გადმოცემულია საგარეო საქმეთა საგანგიოს (პრიკაზიდღევანდელი გაგებით-სამინისტრო..) მოხელეებთან კახელი ელჩების მოლაპარაკების შეკვეცილი მიმოხილვაამის მიუხედავადკარგადაა ცნობილირასეხებოდა საუბარი და რა მიზანს ისახავდა რუსეთის ხელისუფლებაამაზე  ნათლად მეტყველებს ის ფაქტირომ 1587 წლის აპრილში უკანდაბრუნებულ ქართველ დესპანებს მოსკოვიდან თან გამოაყოლეს საგარეო საქმეთა საგანგიოს მოხელეები როდიონ ბირკინიპეტრეპივოვი და სტეპან პოლუხანოვირუს დიპლომატებს მეფე ალექსანდრესთვის  მოჰქონდათ ფიცის წიგნის“ ტექსტირომელიც აუცილებელელემენტს წარმოადგენდა მფარველობის მიღების რიტუალშიმეფეს ოჯახის წევრებითა და დიდებულებით უნდა დაეფიცა რუსეთისგოსუდარის ერთგულებაზე და საკუთარი ხელმოწერით დაედასტურებინა იგი.

რუსი ელჩები აღჭურვილი იყვნენ სათანადო ინსტრუქციითთუ როგორ უნდა ეწარმოებინათ მოლაპარაკება და რა სახის შეკითხვებზეგაეცათ დადებითი პასუხი.

1587 წლის აგვისტოში ქართველი და რუსი ელჩები უკვე არაგვის საერისთაოს ტერიტორიაზე იყვნენალექსანდრე II, რომელიც იმ დროსმთებში იყო გასული სანადიროდმათ წინ შეაგება საგანგებო ამალა თავისი დიდებულის ომანის (ჩოლოყაშვილი?) ხელმძღვანელობით.

თითქმის ერთი თვის განმავლობაში გრძელდებოდა მოლაპარაკებარომლის დროსაც რუსმა ელჩებმა სრულად ჩამოაყალიბეს საკუთარიხელისუფლების პოზიციამოსკოვი პირობას აძლევდა კახეთსრომ მიიღებდა მფარველობაშიააგებდა ციხე-სიმაგრეებს ჩრდილოკავკასიაში (თერგზე), სადაც გარნიზონს ჩააყენებდა და დაიცავდა რეგიონის უსაფრთხოებასსამაგიეროდალექსანდრე II უნდა ეკისრამეციხოვნე ჯარის სურსათით მომარაგება.  ცხადიასიშორისა და სხვატექნიკური მიზეზების გამო კახეთს არ შეეძლო ამ პირობისშესრულებაჩანს რუსეთის ხელისუფლებამ თავშივე გაითვალისწინა  კახელთა შესაძლო უარი და ელჩებმა თანხმობა განაცხადესყოველწლიურ სიმბოლურ მისართმეველზე ცხენებისა და აბრეშუმის სახითმიღწეული იქნა შეთანხმება თერგისპირეთიდან კახეთშიმეთოფეთა რაზმის (სტრელეცებისგამოგზავნის შესახებრომლის უზრუნველყოფას საომარი აღჭურვილობითა და სურსათით კახეთისმხარე კისრულობდა.

გარკვეული წინააღმდეგობის მიუხედავადალექსანდრე II დათანხმდა ფიცის წიგნში“ ყოველწლიური მოსაკითხის (პომინკი)მირთმევის ვალდებულების დაფიქსირებაზე და 1587 წლის 28 სექტემბერსშვილებითა და გავლენიანი დიდებულებითდაიფიცარუსეთის მეფის ერთგულებაზეპროტოკოლით გათვალისწინებული ცერემონიალი ითვალისწინებდა ჯვარზე  მთხვევას და ფიცის წიგნზეხელმოწერასრაცასევეშესრულდასაკუთარი ხელრთვა ალექსანდრე II ბეჭდის დასმითაც დაადასტურა.

1587 წლის 28 სექტემბრის ხელშეკრულებას გარკვეული შედეგი მოჰყვამომდევნო წელსვე რუსებმა ციხე ააგეს თერგისპირეთშიხოლო 1589წელს  კახეთში ჩამოიტანეს რუსეთის მეფის წყალობის სიგელი,  რაცფაქტობრივადხელშეკრულების ფორმალურ რატიფიკაციასწარმოადგენდა.

როგორ შეიძლება შეფასდეს რუსეთ-კახეთის ხელშეკრულება საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით და როგორი იყო კახეთის სამეფოსსტატუსი მისი გაფორმების შემდეგ?

ამ საკითხზე სპეციალურ სამეცნიერო ლიტერატურაში აზრთა დიდი სხვაობააზოგიერთი მკვლევარი თვლიდარომ საქმე გვაქვსვასალიტეტის ფორმით გამოხატულ მოკავშირეობასთანზოგი კი საუბრობდა კლასიკურ პროტექტორატზებოლო პერიოდში მტკიცედმოიკიდა ფეხი შეხედულებამრომ ეს იყო კახეთის ნებაყოფლობით სურვილზე დამყარებული მფარველობითი ხელშეკრულებარომელშიცაშკარად პრევალირებდა სარწმუნოებრივი ელემენტიმართლაცხელშეკრულებაში ხაზგასმით იყო აღნიშნული მფარველის მიერერთმორწმუნეთა მიმართ ქრისტიანული ვალის მოხდის აუცილებლობაზე.

ცხადია, 1587 წლის ხელშეკრულება არ  შეიძლებოდა ყოფილიყო და არც წარმოადგენდა თანასწორ პარტნიორთა თანამშრომლობის ნიმუშს,მაგრამ ისიც ფაქტიარომ იგი ორმხრივ ვალდებულებას აწესებდა კონტრაგენტებისთვის და მხოლოდ უმნიშვნელოდ ზღუდავდა კახეთისმეფის პრეროგატივასრაც შეეხება ფიცის წიგნში მოხსენიებულ ყოველწლიურ მისართმეველსიგიფაქტობრივადძღვენს წარმოადგენდადა არა ხარკსამასთანგასათვალისწინებელია ისიცრომ  თავის მხრივ რუსეთის ხელისუფლებაც უგზავნიდა მდიდრულ საჩუქრებსკახეთის მეფესა და მის უახლოეს გარემოცვას.

როგორც ვხედავთქართველობისათვის ბრძოლის გრძელვადიანი გეგმა რუსეთის მონაწილეობით სწორედ ალექსანდრე II კარზე შემუშავდადააქედან  მოყოლებულიორი საუკუნის განმავლობაშიმცირეოდენი კორექტირებითიგი სამოქმედო პროგრამად იქცა მომდევნო თაობათაქართველი პოლიტიკოსებისათვის.