"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის წევრებს ოფისი წითლად შეღებილი დახვდათ. ოფისის კედლებზე არის წარწერები "მკვლელები", "ქათმების საქათმე".
"ხელისუფლება იმდენად შეშინებულია და დამფრთხალია, უკვე თვითონაც არ იცის, რას აკეთებს, ისტერიულ მოქმედებებში გადადის. ის რაც გუშინ მოხდა, იმას ნიშნავს, რომ მალე დასრულდება მათი რეჟიმი და მალე აღმოჩნდებიან სანაგვე ურნებში. ხელისუფლების მიერ დაქირავებული ფარჩაკები, კურდღლები გვიან ღამით მოვიდნენ და წითლად გადაღებეს ჩვენი ოფისი. ჩვენ მსგავსი ქმედებები არ გვაშინებს და აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას, რომ ქვეყანას დავუბრუნოთ თავისუფლება", -განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით მჟავანაძემ.
"ნაცმოძრაობის" წევრები ოფისთან იკრიბებიან.