„რუსთავი 2“-ის დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, მას სამთავრობო წრეებიდან მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ხვალ, სასამართლო „რუსთავი 2“-ს ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებს.
ნიკა გვარამიას თქმით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ხვალინდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლე ურთმელიძე ტელეკომპანიას ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებს. მისივე თქმით, მას დაემუქრნენ, რომ თუ პროცესებს არ ჩამოშრდება, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოები გასაჯაროვდება.
"დღეს შედგა საუბარი ჩემსა და ადამიანს შორის, რომელიც როგორც წესი მაწვდის სამთავრობო მესიჯებს. მინდა დღევანდელი საუბრის შინაარსი განვაცხადო. ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ხვალ სასამართლოზე გამოვა გადაწყვეტილება, რომელიც კომპანიას მიაკუთვნებს ქიბარ ხალვაშს, ამ გადაწყვეტილებას ხვალვე ან შემდეგ დღეს მოჰყვება აღსრულება და მოთხოვნა იყო ჩემს მიმართ, რომ მე გავწეულიყავი, რაზეც უარი ვთქვი და ამის საპასუხოდ მითხრეს შემდეგი: არ უნდა დამავიწყდეს, რომ ჩემი ოჯახის წევრები ცხოვრობენ აქ და ვერ მოვასწარი მათი ამერიკაში გაშვება, არ უნდა დამავიწყდეს რომ არსებობს კონკრეტული ურთიერთობები, რომლეიც ვიდეოზეა გადაღებული და ეს ყველაფერი გამოქვეყნდება, არ უნდა დამავიწყდეს, რომ მაქვს სატელეფონო მოლაპარაკებები ცალკეულ ადამიანებთან, მათ შორის ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილთან, ეს აუცილებლად გამოქვეყნდება და მე პერსონალურად ვიქნები განადგურებული“,- განაცხად გვარამიამ.
ნიკა გვარამია ხელისუფლებას მიმართავს და აცხადებს, რომ მას კადრების გავრცელების არ ეშინია, რადგან ეს მისი პირადი ცხოვრებაა და აღნიშნავს, რომ ის არსად გაქცევას არ აპირებს.
„მივმართავ ხელისუფლებას, ატვირთეთ, რაც გნებავთ, თავიc ჩემია, ფეხიც და ყველა სხვა დეტალიც. ჩემი პირადი ცხოვრება არის ჩემი პირადი, ის არ ეხება არავის სხვას. თუ მე ვარ უკანონო მიყურადების და თვალთვალის მსხვერპლი ამისთვის აუცილებლად გაზღვევინებთ პასუხს სასამართლოს წინაშე, მაგრამ არაფერი ცხოვრებაში არ ჩამიდენია ისეთი, რომლის გამოქვეყნებაც იქნება უარესი, ვიდერ ჩემი დღეს „რუსთავი 2“-დან გაქცევა. ამას მე არ ჩავიდენ. იმ ვითარებაში თუ იქნება ძალისმიერი შემოჭრები, ჩვენ ასევე ძალისმიერად დავიცავთ თავს. არ ვაპირებთ დავთმოთ ტელეკომპანია. იმ ვითარებაში თუ ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს ერთი ღერი თმა მაინც დასცვივდება თავიდან, იმ ვითარებაში თუ ჩემს რომელიმე თანამშრომელს, ამთი ოჯახის წევრებს ერთი ღერი თმა მაინც დასცვივდებათ, ყოველგვარი მართლმსაჯულესის გარეშე, არ დაველოდები არაფერს, ყველგან, სადაც მოგწვდებით გაზღვევინებთ ძალიან მძიმედ “,- განაცხადა გვარამიამ.