დავით უსუფაშვილი გიორგი პაპუაშვილს შეხვედრას სთავაზობს

დავით უსუფაშვილი გიორგი პაპუაშვილს შეხვედრას სთავაზობს

პარლამენტის თავმჯდომარე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს, შეხვედრას და პრობლემური საკითხების განხილვას სთავაზობს.

"გავეცანი თქვენს წერილს, რომელშიც მიუთითებთ საკონსტიტუციო სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელისშემშლელ გარემოებებზე და ითხოვთ მათ აღსაკვეთად სათანადო ზომების მიღებას. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გთავაზობთ, დავგეგმოთ შეხვედრა და საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა წევრებთან ერთად განვიხილოთ როგორც პრობლემები, ისე მათი მოგვარების შესაძლო გზები. ეფექტური, დამოუკიდებელი და ობიექტური საკონსტიტუციო მართლმსაჯულების შეუფერხებელი განხორციელება დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რომლის უზრუნველსაყოფადაც ყველა შესაძლო ზომას უნდა მივმართოთ",-აღნიშნულია უსუფაშვილის წერილში.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით მიმართავს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მათ მოუწოდებს, კანონის ფარგლებში გამოიყენონ უფლებამოსილება და მიიღონ სათანადო ზომები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ინდივიდუალურად მოსამართლეების მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს შემდგომი საქმიანობის ხელშემშლელი ფაქტორების დროულად აღსაკვეთად.