თამარ ჩერგოლეიშვილი: „რუსთავი 2“ ნამდვილად არ არის ერთადერთი კრიტიკული არხი“

თამარ ჩერგოლეიშვილი: „რუსთავი 2“ ნამდვილად არ არის ერთადერთი კრიტიკული არხი“

„კამათისას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სიზუსტეს. უზუსტობა, თუნდაც მცირე, პოზიციას მკვეთრად ასუსტებს“, - ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია „ტაბულას“ მთავარი რედაქტორი, თამარ ჩერგოელიშვილი სოციალური ქსელით გიორგი გაბუნიას თოქ შოუ  - „არჩევანში“ ჟურნალისტების მიერ გაკეთებულ განცხადებას. ჩერგოლეიშვილი წერს, რომ „რუსთავი 2“ ნამდვილად არ არის ერთადერთი კრიტიკული არხი.

 „ნუ გავიწყდებათ თქვენი კოლეგები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე აკეთებს საქმეს. ამით თქვენ პოზიციებს ისუსტებთ. თორემ ტაბულაში იმიტომ ნამდვილად არავინ მუშაობს, რომ ვიღაცამ დაუფასოს“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.