ტელეკომპანია „კავკასიის“ გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი სოციალური ქსელით ეხმაურება გიორგი გაბუნიას თოქ შოუ - „არჩევანში“, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების მიერ გაკეთებულ განცხადებას.
„ზოგს უკვირს, რატომ არ ვბრაზდები, როცა „რუსთავი 2“ ყველა სხვა ტელევიზიას სახელისუფლო ტელევიზიად აცხადებს. ვერ ვბრაზდები და რა ვქნა? უტიფრობის თავისუფლებაც ფასეულია ჩემთვის და მზად ვარ დავიცვა „რუსთავი 2“- ის უტიფრობის თავისუფლება“, - წერს ნინო ჯანგირაშვილი.