როგორც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სირიელ კოლეგასთან შეხედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მიღწეული შედეგებით შესაძლებელია ითქვას, რომ სირიის კონფლიქტის დარეგულირება შესაძლებელია.
ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის დარეგულირებაში მონაწილეობა უნდა მიიღოს როგორც პოლიტიკურმა ძალებმა, ასევე ეთნიკურმა და რელიგიურმა ჯგუფებმა.
„რაც შეეხება სირიის კონფლიქტის დარეგულირების საკითხს, იმ შედეგებიდან გამომდინარე, რაც ბოევიკებთან ბრძოლისას გვაქვს, საბოლოო ჯამში ყველა პოლიტიკური ძალების, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების მონაწილეობით, გრძელვადიანი დარეგულირება შესაძლებელია. გადამწყვეტი სიტყვა რა საკვირველია, ამ პროცესებში სირიელ ხალხს ეკუთვნის",- აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, რუსეთი ეფექტურ დახმარებას უწევს სირიელ ხალხს საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში. როგორც რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, სირიელი ხალხი წლებია მარტო ებრძვის საერთაშორისო ტერორიზმს და ბოლო დროს, სერიოზულ დადებით შედეგებსაც აღწევს, ამ ბრძოლაში.
პუტინის განცხადებით, ტერორისტების მცდელობა, რომ საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქციოს ახლო აღმოსავლეთის მნიშვნელოვანი ტერიტორიები, შექმნას დესტაბილიზაცია რეგიონში, მსოფლიოს ბევრი ქვეყნის საფუძვლიან შეშფოთებას იწვევს.
„ჩვენც გვაღელვებს, რომ სირიის სახელისუფლებო ჯარების წინააღმდეგ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების მეომრები იბრძვიან. ჩვენ რა თქმა უნდა ვერ დავუშვებთ, რომ საბრძოლო გამოცდილების მიღების და იდეოლოგიური დამუშავების შემდეგ, ისინი რუსეთის ტერიტორიაზე გამოჩნდნენ. სირია ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ტერორიზმთან ბრძოლაში. რა საკვირველია, ჩვენ მჭიდრო კავშირი გვექნება სხვა მშვიდობიან „დერჟავებთან“ და რეგიონის იმ ქვეყნებთან, ვინც დაინტერესებულია, რომ კონფლიქტი მშვიდობიანი გზით დასრულდეს“,- განაცხადა პუტინმა.
თავის მხრივ, სირიის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა რუს კოლეგას და აღნიშნა, რომ აუცილებელია ტერორიზმის წინააღმდეგ დარტყმები განხორციელდეს, რადგან პროცეცის პოლიტიკურ მოგვარებას თვითონ ტერორიზმის უქმნის საფრთხეს.
„აუცილებელია ყურადღება მიექცეს იმ ფაქტს, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ შეიარარებული ბრძოლა აუცილებელია. პირველ რიგში, ეს აუცილებელია იმ თვალსაზრისით, რომ ტერორიზმს უნდა ვებრძოლოთ და მეორე მხრივ, ტერორიზმი რეალურ დაბრკოლებას წარმოადგენს პროცესის პოლიტიკური გზით მოგვარებისთვის. მადლობას გიხდით, რომ თქვენ სირიის ერთობას, მის დამოუკიდებლობას უჭერთ მხარს. რაც მთავარია, ყველაფერი საერთაშორისო კანონმდებლობის ჩარჩოებში კეთდება“, - განაცხადა ბაშარ ასადმა.
ცნობისთვის, სირიის პრეზიდენტი ბასარ ასადი მოსკოვს რუსული მხარის თხოვნით ესტუმრა.