პროკურორთა საბჭოს კიდევ ორი წევრის ვინაობა ცნობილია

პროკურორთა საბჭოს კიდევ ორი წევრის ვინაობა ცნობილია

მე-4 კვოტიდან შოთა კვაჭანტირაძემ მიიღო 71 ხმა, ხოლო მე-8 კვოტაზე წარდგენილი პროკურორებიდან პროკურორთა საბჭოს მე-8 წევრი გახდა ანზორ უსტიაძე - 355 ხმით.

ნომერ პირველ კვოტაზე, დასახელებული ორი კანდიდატიდან, პროკურორმა გიგა ძნელაძემ 391 ხმით გაიმარჯვა, მე-2 კვოტაზე ნათია სონღულაშვილმა გაიმარჯვა 378 ხმით, მე-3 კვოტაზე გოჩა ფარულავამ 381 ხმა მიიღო, ნომერ მე-5 კვოტაზე კონსტანტინე სირაძემ გაიმარჯვა 337 ხმით, ნომერ მე-6 კვოტაზე წარდგენილი ორი კანდიდატიდან 362 ხმა მიიღო ანა კალანდაძემ, მე-7 კვოტაზე კი, - გიორგი გაბოძემ 359 ხმით.

პროკურორთა საბჭოს 8 წევრის შერჩევაში 428 პროკურორი იღებდა მონაწილეობას.

სულ პროკურორთა საბჭო 15 წევრისგან უნდა დაკომპლექტდეს. მათგან 8 პროკურორი იქნება, ორი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, ორი დეპუტატი უმცირესობიდან და უმრავლესობიდან, ორი მოსამართლე, ერთი კი, თავად იუსტიციის მინისტრი.