კვერცხის სროლა არის დემოკრატიის ნაწილი, მოგწონთ ეს, თუ არა

კვერცხის სროლა არის დემოკრატიის ნაწილი, მოგწონთ ეს, თუ არა

კვერცხის სროლა არის დემოკრატიის ნაწილი, მოგწონთ ეს თუ არა, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა იმ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით მიმართა, რათა მათ კანონის ფარგლებში გამოიყენონ უფლებამოსილება და მიიღონ სათანადო ზომები საკონსტიტუციო სასამართლოსა და ინდივიდუალურად მოსამართლეების მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს შემდგომი საქმიანობის ხელშემშლელი ფაქტორების დროულად აღსაკვეთად.

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ის წერილს არ გაცნობია, ამიტომ მასზე საუბარი და აბსტრაქტულად რაიმე პასუხის გაცემა გაუჭირდება.

"მე ვიდრე წერილს არ წავიკითხავ არ ვიცი რა წერია, ამიტომ გამიჭირდება ასე, აბსტრაქტულად რაიმე პასუხის გაცემა ამ თემაზე, იქედან გამომდინარე, რომ ნამდვილად ყოველდღიურ რეჟიმში მოსამართლეების სახლის წინ არ ვდაგავარ, რომ ვიცოდე ვინ ვის რას ეუბნება და რა ხდება", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

განმეორებით შეკითხვაზე, რომ გიორგი პაპუაშვილი, ზოგადად, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს, თინა ხიდაშელმა აღნიშნა, რომ კვერცხის სროლა არის დემოკრატიის ნაწილი.

"კვერცხის სროლა არის დემოკრატიის ნაწილი, მოგწონთ ეს თუ არა. მაგრამ, თუ რამე მეტზე ვლაპარაკობთ, ამისთვის წერილი უნდა წავიკითხო და გავეცნო", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.