"მოდი არ მკითხოთ , რატომ ვაკეთებდი 8 წელი გასართობ გადაცემას" - ამის შესახებ ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის ჟურნალისტმა, გადაცემა „პროფილის“ წამყვანმა მაია ასათიანმა გიორგი გაბუნიას თოქ შოუში – „არჩევანი“. მან 2007 წლის 7 ნოემბრის „იმედის“ მოვლენები გაიხსენა, როცა „იმედში“ „დროების“ ჟურნალისტად მუშაობდა. ასათიანის თქმით, რომ არა მაშინ „რუსთავი 2“–ის მიერ მოვლენების პირდაპირ ეთერში გაშვება, შესაძლოა, მაყურებელს არ ცოდნოდა თუ რა ხდებოდა რეალურად, როცა ხელისუფლება თავისუფალი სიტყვის ჩახშობას ცდილობდა.
„ჩვენ ეს გზა გავიარეთ და ამ გზაზე თავიდან შედგომა არ გვინდა. დიახ, იყო შეცდომები, რა თქმა უნდა, შეცდომები იყო და ყოველთვის ჩვენ არ ვიყავით მართალი ჩვენს მაყურებელთან. ამიტომ, არ არის საჭირო კენჭების სროლა ახლა. ჩვენ ვგრძნობთ ამას.
ახლა, ამდენი წლის შემდეგ, მე გასართობ გადაცემას ვაკეთებ და მოდით არ მკითხოთ, რატომ ვაკეთებდი 8 წელი გასართობ გადაცემას. პასუხი გასაგებია, რაც“, – განაცხადა „არჩევანის“ ეთერში მაია ასათიანმა.