თამარ რუხაძე: უსამართლობაა ქიბარ ხალვაშს იმ პერიოდში ჟურნალისტების შეზღუდვა დააბრალო

თამარ რუხაძე: უსამართლობაა ქიბარ ხალვაშს იმ პერიოდში ჟურნალისტების შეზღუდვა დააბრალო

„რუსთავი 2-ზე“ სასამართლო დავა ერთი თემაა და შეიძლება მასთან დაკავშირებით შეკითხვებიც იყოს და ეჭვებიც, შეიძლება მეც მაშფოთებდეს ამ საქმეში რაღაცეები და ამაზე მისაუბრია კიდეც. თუმცა მეორე და სულ სხვა თემაა ის პერიოდი, როდესაც ქიბარ ხალვაში იყო ტელევიზიის მფლობელი. ერთადერთხელ იყო შემთხვევა, როდესაც ის ჩაერია სარედაქციო მუშაობაში, შემდეგ ბოდიშიც მოიხადა და საჯაროდაც მოყვა ამ შემთხვევის შესახებ", - ამის შესახებ ტელეკომპანია რუსთავი2-ის ყოფილი ჟურნალისტი თამარ რუხაძე წერს სოციალურ ქსელში.

„ეს დღე და სიტუაცია ახსოვს ყველას, ვინც მაშინ იქ მუშაობდა, ახსოვს ისიც, თუ როგორ დაატოვებინა მაშინდელმა პროდიუსერმა კურიერის საეთერო ტელევიზიის მფლობელს, ისე, რომ მისი მოთხოვნა არ შეგვისრულებია. ძალიან ბევრ რამეს ვისმენ ბოლო პერიოდის განმავლობაში, კიდევ ერთხელ - ერთი საკითხია მთლიანად ეს პროცესი, მაგრამ მეორეა, რომ ზოგადად, დიდი უსამართლობაა ქიბარ ხალვაშს მაშინდელ პერიოდში ჟურნალისტების შეზღუდვა დააბრალო. რაც შეეხება ტელევიზიის დატოვებას, არც ნიკა ტაბატაძის და არც ჩემი დაცვა იყო შესაძლებელი და ეს ჩვენც ძალიან კარგად ვიცოდით“, - წერს თამარ რუხაძე facebook-ში.