ჟურნალისტი თეონა გეგელია, „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“, ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტების მიერ გაკეთებულ კომენტარებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„ახლა ამ პარტიული ვიდეოოფისის ტრაგიკულად სასაცილო თანამშრომლებისგან შეურაცხყოფებს როდემდე უნდა ვუსმინოთ? განერვიულებულ ხალხთან დავა არ მიმაჩნია ღირსეულ საქმედ, მაგრამ ეს ქვეყანა არ იყოფა თქვენი და თქვენი პარტიის მოწინააღმდეგე პარტმუშაკებად. გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი დუმილი მაქსიმალური თანაგრძნობაა, რომელიც თქვენნაირი საბრალო ადამიანების მიმართ შეიძლება არსებობდეს“, - წერს ჟურნალისტი.