კალაძის აზრით, გაზსადენის აფეთქებაზე არეშიძის განცხადებით შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ

კალაძის აზრით, გაზსადენის აფეთქებაზე არეშიძის განცხადებით შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ

კახა კალაძე ექსპერტ მამუკა არეშიძემ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის საუბრობდა, რომ 2006 წელს, როდესაც გაზსადენის აფეთქება მოხდა, მას ინგუშეთში უთხრეს, რომ კვალი ქართველებში უნდა ეძებონ.

როგორც "იმედის" ეთერში ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რეჟიმისგან, რომელიც გარკვეული ტერაქტების ინსცენირებას აწყობდა, მოულოდნელი არაფერია.

„მე გამიგია ბატონი მამუკა არეშიძის სერიოზული კავშირების შესახებ. ის წლებია კავკასიის თემებზე მუშოაობს და აქ მეორეს მხრივ საუბარია იმ რეჟიმზე, რომელიც წლების განმავლობაში ატერორებდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, აშინებდა, აშანტაჟებდა, ინსცენირებას აწყობდა გარკვეული ტერაქტების, მოდერილებური ქრონისკის და ამ ადამიანებისგან რა თქმა უნდა მოულოდნელი არაფერია. თუმცა, მე გამიჭრდება რაიმე კონკრეტიკაზე საუბარი. ვფიქრობ, შესაბამისი სამსახურები ამ ინფორმაციით რაც დღეს მოვისმინეთ უნდა დაინტერესდნენ, მოიკვლიონ და თუ რაიმე ხელმოსაჭიდი არსებობს, რა თქმა უნდა გამოძიება უნდა დაიწყოს“, - განაცხადა კალაძემ "იმედის" ეთერში.