მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ლეონიდ თიბილოვის განცხადება რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით, რეგიონში რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სიგნალია.
ოდესის გუბერნატორმა ამის შესახებ ერთ-ერთ უკრაინულ გამოცემასთან საუბრისას განაცხადა.
„თიბილოვის განცხადება სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე - ეს პუტინის სიგნალია იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ჩვენ ხელისუფლებაში დავბრუნდებით, რუსეთი, ყირიმის მსგავსად, სამხრეთ ოსეთის ანექსიას მოახდენს და ომს დაიწყებს. მაგრამ ამ ეტაპზე პუტინს არ აქვს ძალა, ის ძალიან გაიჭედა სირიაში. ადრე ეს მუქარა ჭრიდა, მაგრამ ახლა მხოლოდ ცარიელი სიტყვებია“, - მიიჩნევს სააკაშვილი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ხელისუფლების დაკარგის წინაშე დგანან.
„ივანიშვილი ახლა რეალურად იმყოფება ხელისუფლების დაკარგვის ზღვარზე. ყველა გამოკითხვის თანახმად, ჩემი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დამაჯერებლად ლიდერობს. ის 4%-ით უსწრებს ივანიშვილის პარტიას“, - განაცხადა სააკაშვილმა.