რუსული გამოძიების ცნობით, ამირან გიორგაძე ადამიანების მკვლელობისთვის გულდასმით ემზადებოდა და არაა გამორიცხული, წინასწარ ჰქონოდა გათვლილი ზომები, როგორ უნდა დამალვოდა გამოძიებას. ამის შესახებ რუსულ მედიას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენლმა ვლადიმერ მარკინმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, არსებობს საშიშროება, რომ კრასნოგორსკელმა მსროლელმა სხვა ადამიანებიც დახოცოს. "ახლა ყველაზე საშინელის გვეშინია, რომ მან, როგორც კუთხეში მიმწყვდეულმა მორიგი მსხვერპლი არ აირჩიოს, რადგან შესაძლოა, კვლავ ჰქონდეს დარჩენილი იარაღი და ტყვიები", - განაცხადა მარკინმა.
მისივე თქმით, ეჭვმიტანილის მხრიდან კეთილგონიერების გამოვლენის იმედი აქვს, რომ სამართალდამცველებს ჩაბარდება. მარკინის განცხადებით, ყველა ზომაა მიღებული, რომ ეჭვმიტანილმა რუსეთის ტერიტორია არ დატოვოს.