საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ისრაელში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, ქნესეთის თავმჯდომარეს იული ედელშტეინს შეხვდა.
შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის გლობალური უსაფრთხოების თემებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ქართველი და ებრაელი ხალხის მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე ისაუბრეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქნესეთის პარლამენტის თავმჯდომარე და ისრაელის ქნესეთის დეპუტატები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობით და რუსეთ - საქართველოს ურთიერთობებით დაინტერესდნენ.
საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებულ არაპროგნოზირებად გარემოში, საქართველო ისრაელს თანამშრომლობა და კოორდინაცია წარმატების გასაღებია.
მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ სახელმწიფოს შორის კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა წარმატებული იქნება მომავალშიც, სახელმწიფოების მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის.
გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს როლზე გლობალურ უსაფრთხოებაში.
გიორგი მარგველაშვილმა და ქნესეთის თავმჯდომარემ იული ედელშტეინმა აღნიშნეს, რომ ორივე სახელმწიფომ რწმენის სიძლიერით შეინარჩუნა საკუთარი იდენტობა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოც და ისრაელიც შთაგონებით აშენებდა წარმატებულ ქვეყნებს, ორივემ საკუთარი სახელმწიფოებრიობა მე-20 საუკუნეში აღადგინა და აგრძელებს განვითარებას.
მხარეებს შორის საუბარი ასევე, შეეხო ქნესეთის საპარლამენტო დელეგაციის მომავალ ვიზიტს საქართველოში, რომელიც ნოემბერში იგეგმება.
ქნესეთის თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტს ქნესეთის სხდომათა დარბაზი დაათვალიერებინა.
ქნესეთში საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციის ლიდერს იცხაკ ჰერცოგსაც შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სახელმწიფო ვიზიტი ისრაელში 20 ოქტომბერს დასრულდება.