გუდაუთაში ბიზნესმენი და ყოფილი დეპუტატი ზაურ ავიძბა მოკლეს

გუდაუთაში ბიზნესმენი და ყოფილი დეპუტატი ზაურ ავიძბა მოკლეს

გუდაუთაში აფხაზი ბიზნესმენი, ექსდეპუტატი ზაურ ავიძბა მოკლეს. როგორც სააგენტო "აფსნი პრესი" იტყობინება, ავიძბას გვამი "მერსედესის" მარკის დამწვარ ავტომობილში იპოვეს . გვამს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.

ოკუპირებული აფხაზეთის გუდაუთის რაიონის ე.წ. პროკურატორამ სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრა.

ზაურ ავიძბა 1993 წელს ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო, 2011-ში კი დეპუტატი გახდა.