საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისაია, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით თბილისში, „თბილისის ზღვის დასახლებაში“ („ოლიმპიური სოფელი“) და მენაშენეებისგან გამოსყიდულ იმ 27 ბინაზე, რომელიც გასანაწილებელი დარჩა, დამატებით კონკურსს აცხცადებს.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია თბილისში ბინის მიღების მსურველ მხოლოდ იმ დევნილ ოჯახს , რომელიც 7-8 წევრისგან შედგება. აპლიკაციების შევსება დაიწყება მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს და 31 ოქტომბერს დასრულდება.