რუსული ავიაციის იერიშებს სირიაში სულ მცირე 45 ადამიანი ემსხვერპლა

რუსული ავიაციის იერიშებს სირიაში სულ მცირე 45 ადამიანი ემსხვერპლა

რუსული ავიაციის ავიაიერიშების შედეგად სირიაში სულ მცირე 45 ადამიანი დაიღუპა. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ ადამიანის უფლებების სირიის სადამკვირვებლო საბჭომ განაცხადა, უფლებადამცველების ცნობით, რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა სირიის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე პროვინცია ლატაკია გუშინ დაბომბეს. დაღუპულთა შორის სირიის თავისუფალი არმიის ბრიგადის მეთაური და ოპოზიციონერთა ოჯახის წევრები არიან.

გუშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ რუსულმა ავიაციამ ლატაკიაში "ისლამური სახელმწიფოს" საწვრთნელი ბანაკი გაანადგურა.

მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთი სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მოწინააღმდეგეთა პოზიციებს ბომბავს. მისი თქმით, "ისლამური სახელმწიფოსა" და ალ-ქაიდას წინააღმდეგ ავიაიერიშების მხოლოდ 10%-ია მიმართული.