ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის განცხადებით, ამის მიზეზი კონტრაქტორებთან დავალიანებაა.
როგორც მიხეილ მესხის სტადიონის მედიაცენტრში კობიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა აცხადებდა, რომ რუსთავში საფეხბურთო აკადემია აგვისტოს ბოლომდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა მშენებლობა გაჩერებულია.
"რუსთავში შენდება საფეხბურთო აკადემია, რომელიც, როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, აგვისტოს ბოლომდე უნდა დასრულებულიყო. მშენებლობა გაჩერებულია, რადგან კონტრაქტორებთან სერიოზული დავალიანებებია. გაკეთებულია იმაზე მეტი სამუშაო, ვიდრე თანხაა დაფარული. ამ აკადემიაში უნდა გაკეთებულიყო 6 მოედანი, თუმცა მხოლოდ ერთია გაკეთებული, დასამთავრებელია ადმინისტრაციული შენობაც. მთლიანობაში 50%-მდე სამუშაოც კი არ არის შესრულებული", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.