აზერბაიჯანის მოსახლეობის 78,8% პრეზიდენტ ილჰამ ალიევის საქმიანობას დადებითად აფასებს.
სოციოლოგიური კვლევების ფრანგულმა კომპანიამ „Opinionway“, აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნების წინ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა. გამოკითხვაში მონაწილეობას 1 200 ადამიანი იღებდა.
გამოკითხულთა 58% თვლის, რომ აზერბაიჯანი სწორი მიმართულებით ვითარდება, 22,9% საპირისპიროს მიიჩნევს, ხოლო 19,1%-მა კი პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა.
კითხვაზე, როგორ იცვლება აზერბაიჯანის ეკონომიკა ბოლო წლების მანძილზე, 54,1%-მა აღნიშნა, რომ უმჯობესდება, 28,2% თვლის, რომ მდგომარეობა არ იცვლება, 9,3% თვლის, რომ უარესდება, ხოლო 8,4% გაუჭირდა პასუხის გაცემა.
კითხვაზე, რამდენად კმაყოფილი ხართ შემდეგ სფეროებში არსებული ვითარებით, პასუხები ასე გადანაწილდა:
1. ეროვნული უსაფრთხოებით ძალიან კმაყოფილია 71,4%, უკმაყოფილოა 10,8%, ხოლო კითხვაზე პასუხი არ იცის 17,8%-მა.
2. დანაშაულთან ბრძოლის სფეროში არსებული მდგომარეობით ძალიან კმაყოფილია 68,4%, უკმაყოფილოა 16,9%, ხოლო კითხვაზე პასუხი რესპოდენტთა 14,7%-მა არ იცის.
3. ადამიანის უფლებათა მდგომარეობა: ძალიან კმაყოფილია 69,8%, უკმაყოფილოა 12,5%, ხოლო კითხვაზე პასუხი რესპოდენტთა 17,7%-მა არ იცის.
4. განათლების დონე: ძალიან კმაყოფილია 48,8%, უკმაყოფილოა 41,3%, ხოლო კითხვაზე პასუხი რესპოდენტთა 9,9%-მა არ იცის.
5. კორუფციასთან ბრძოლა: ძალიან კმაყოფილია 71,2%, უკმაყოფილოა 18,1%, ხოლო კითხვაზე პასუხი რესპოდენტთა 10,7%-მა არ იცის.
6. დასაქმება: ძალიან კმაყოფილია 51,8%, უკმაყოფილოა 11,8%, ხოლო კითხვაზე პასუხი რესპოდენტთა 18,2%-მა არ იცის.
კითხვაზე, რამდენად კმაყოფილი ხართ აზერბაიჯანის პოლიტიკური სისტემის მუშაობით, რესპოდენტთა 50,8%-მა განაცხადა, რომ ძალიან კმაყოფილია, 21,9%-ი ნაწილობრივ კმაყოფილია, 14,7% უკმაყოფილოა, ხოლო 12,6%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.
კითხვაზე, რამდენად კმაყოფილი ხართ აზერბაიჯანის პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებით, რესპოდენტთა 78,8%-მა განაცხადა, რომ ძალიან კმაყოფილია, 11,8%-ი ნაწილობრივ კმაყოფილია, 5% ნაწილობრივ უკმაყოფილოა, 2,9% კატეგორიულად წინააღმდეგია, ხოლო 1,5%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.
რესპოდენტებს, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ ორი პასუხი აერჩიათ კითხვაზე, თუ რომელი პრობლემაა დღეს ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი, პასუხები ასე გადანაწილდა: მთიანი ყარაბახის პრობლემა - 66,5%; ეკონომიკური პრობლემები - 30,8%; განათლება - 23,3%; გარემოცვა - 11.7%; ადამიანის უფლებები - 9%; დიდი გადასახადები - 8,5%; ეროვნული უსაფრთხოება - 1,7%; ხოლო არ იცის - 6,3%-მა.
კითხვაზე, რამდენად გაინტერესებთ წინასაარჩევნო კამპანია, პასუხები ასე გადანაწილდა: ძალიან აინტერესებს - 41,2%; ნაწილობრივ აინტერესებს - 35,3%; შეიძლება ითქვას, რომ არ აინტერესებს - 9,6%; საერთოდ არ აინტერესებს - 11,5%, ხოლო არ იცის 2,4%-მა.
გამოკითხულთა 63%-მა განაცხადა, რომ ისინი აუცილებლად მიიღებენ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას. 12%-მა აღნიშნა, რომ შეიძლება მივიდნენ არჩევნებზე, სავარაუდოდ არ მივა არჩევნებზე მოსახლეობის 7,7%, 9% ნამდვილად არ მივა, ხოლო რესპოდენტთა 8,3%-მა უპასუხა, რომ ჯერ კიდევ არ აქვთ გადაწყვეტილება მიღებული.
კითხვაზე, რამდენად გაკმაყოფილებთ ოლქის დეპუტატების მუშაობა, გამოკითხულთა 39,6%-მა უპასუხა, რომ სავსებით კმაყოფილია, 33,8%-მა აღნიშნა, რომ ნაწილობრივ კმაყოფილია, 10,8% - ნაწილობრივ უკმაყოფილოა, 9,8% - სასტიკად უკმაყოფილოა, ხოლო კითხვაზე პასუხი არ იცის 6%-მა.
კითხვაზე, რომელი პოლიტიკური ძალის კანდიდატს უჭერენ მხარს, პასუხები ასე გადანაწილდა: მმართველი და მომხრე პარტიის კანდიდატი - 71,7%; ოპოზიციური პარტიის კანდიდატი - 6%; დამოუკიდებელი კანდიდატი - 16,4%; არ იცის - 5,9%.
ბოლო არჩევნების შემდგომ პერიოდიდან დღემდე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, გამოკითხულთა 71%-მა განაცხადა, რომ მხარს იმავე დეპუტატს დაუჭერს, 22,3% სხვა დეპუტატს მისცემს ხმას, ხოლო 6,7%-ს კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა.
კითხვაზე, თუ რომელია მათთვის ინფორმაციის მიღების ძირითადი საშუალება, პასუხები ასე გადანაწილდა: მმართველი ძალის მომხრე გაზეთები - 31,1%; ოპოზიციის მომხრე ბეჭდვითი მედია - 11%; დამოუკიდებელი პრესა - 28,4%, აზერბაიჯანის ტელევიზია (AzTV) - 41,0%; სატელევიზიო არხი "İctimai"- 38,3%; კერძო ტელეკომპანიები - 67,9%; სახელმწიფო რადიოსადგურები - 17,4%; კერძო რადიოსადგურები - 9,5%; ინტერნეტი - 35,8%, სხვადასხვა ადამიანები - 24,4%.