ბრიუსელში 16 ნოემბერს დაგეგმილია ასოცირების საბჭოს მეორე შეხვედრა, სადაც ქართული დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით იქნება წარმოდგენილი.
ამის შესახებ ინფორმაცია პარლამენტის წევრებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიგი გიგიაძემ მიაწოდა.
გიგიაძის თქმით, 9-10 ნოემბერს საქართველოს სამუშაო ვიზიტით უმაღლესი ევროკომისარი ფედერიკა მოგერინი ეწვევა, ხოლო 26-27 ნოემბერს - ევროკომოსარი იოჰანეს ჰანი.
მისივე ინფორმაციით, 26 ნოემბერს, თბილისში, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის მორიგი შეხვედრა გაიმართება, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების სესიასა და სექტორულ დიალოგს მოიცავს. სესიას პარტნიორი ქვეყნების საგარეო პოლიტიკური ხელმძღვანელი პირების გარდა, ევროკომოსარი იოჰანეს ჰანი და საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჰელგან შმიტი დაესწრებიან.
გიგიაძის ცნობით, შეხვედრაზე აქცენტები გაკეთდება რიგის სამიტზე განსაზღვრული პრიორიტეტების შესრულებაზე და სამეზობლო პოლიტიკის გადახედვის შედეგებზე.
პარლამენტის ორი კომიტეტი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ შესაბამისი სამთავრობო უწყებების წარმომადგელებს უსმენს.