„აზერბაიჯანი-საქართველოს თანამშრომლობა ფართომასშტაბიანი პროექტების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია“

„აზერბაიჯანი-საქართველოს თანამშრომლობა ფართომასშტაბიანი პროექტების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია“

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში ვიცე-პრემიერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს უმასპინძლა.

ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა კმაყოფილება გამოხატა, რომ პირველ ოფიციალური ვიზიტს ის სწორედ აზერბაიჯანში ატარებს. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მაღალი დონე არსებობს და განაცხადა, რომ აუცილებელია ეს ურთიერთობა სხვადასხვა სფეროში კიდევ უფრო განვითარდეს.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ალიევმა კვირიკაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობის და ძმობის მაჩვენებლად შეაფასა. მისივე თქმით, აუცილებელია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და სხვა მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა გაგრძელდეს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვანია ფართომასშტაბიანი სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ეკონომიკური პროექტების განსახორციელებლად.

შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივი რეგიონალური პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, მათ შორის „სამხრეთის დერეფნის ნაკადზე“ და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობაზე.