„გაზპრომთან“ დღეს მოქმედ ხელშეკრულებას 2003 წელს მოეწერა ხელი და მას შემდეგ, 21 დამატება გაფორმდა“

„გაზპრომთან“ დღეს მოქმედ ხელშეკრულებას 2003 წელს მოეწერა ხელი და მას შემდეგ, 21 დამატება გაფორმდა“

ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის განცხადებით, „გაზპრომთან“ დღეს მოქმედ ხელშეკრულებას, 2003 წელს მოეწერა ხელი და მას შემდეგ, 21 დამატება იქნა გაფორმებული ვადის გაგრძელებაზე.

მისი თქმით, ტრანზიტის საფასურად მიღებული გაზის გარდა, ომის შემდეგაც კი ხდებოდა დამატებითი მოცულობის მიღება რუსეთიდან.

„წლებია არსებობს კომუნიკაცია და ხელშეკრულება „გაზპრომთან“, რაც ძალიან კარგად იციან იმ ადამიანებმა, ვინც ამ თემაზე ყველაზე მეტს ყვიროდა. „გაზპრომთან“ დღეს მოქმედ ხელშეკრულებას 2003 წელს მოეწერა ხელი და მას შემდეგ, 21 დამატება იქნა გაფორმებული ვადის გაგრძელების და სხვადასხვა ტექნიკური საკითხების დარეგულირების მიზნით. ხელშეკრულების ფარგლებში, ყოველწლიური შეხვედრები იმართებოდა სააკაშვილის რეჟიმის დროსაც და მანამდეც. ტრანზიტის საფასურად მიღებული გაზის გარდა, ომის შემდეგაც კი ხდებოდა დამატებითი მოცულობის მიღება რუსეთიდან, მაგრამ რატომღაც ამ ფაქტებს ივიწყებენ“, - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, საქართველოში ყოველწლიურად იზრდება ბუნებრივი აირის მოხმარება, შესაბამისად, დამატებითი მოცულობებია საჭირო, თუმცა, იმის შესაძლებლობა, რომ დამატებითი მოცულობა აზერბაიჯანიდან მიიღოს ქვეყანამ, არ არის.

„ჩვენ ვუყურებთ თუ რა მოხმარებაა ქვეყანაში ბუნებრივი აირის და აქედან გამომდინარე ვმოქმედებთ. კითხვა, რომ თუ არის შესაძლებელი დამატებითი მოცულობის შემოტანა აზერბაიჯანიდან, ამის შესაძლებლობა რომ ყოფილიყო წლების განმავლობაში განხორციელდებოდა“, - განაცხადა კალაძემ.