ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა გუშინ ცხინვალში, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს, ვლადისლავ სურკოვს განუცხადა, რომ აპირებს ე.წ. სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმი ჩაატაროს დეფაქტო რესპუბლიკის რუსეთის შემადგენლობაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
"დღევანდელი პოლიტიკური რეალობა ისეთია, რომ ისტორიული არჩევანი უნდა გავაკეთოთ - შევუერთდეთ მოძმე რუსეთს და საუკუნეების განმავლობაში უზრუნველვყოთ ჩვენი რესპუბლიკის უსაფრთხოება და აყვავება", - განაცხადა თიბილოვმა.
მისი თქმით, რეფერენდუმის ჩატარების ორგანიზებაში ჩაერთვებიან საზოგადოების ფართო მასები და პოლიტიკური პარტიების ლიდერები. თიბილოვის განმარტებით, რეფერენდუმის შედეგების რეალიზაციასთან დაკავშირებული ნაბიჯები რუსულ მხარესთან იქნება შეთანხმებული. მას რეფერენდუმის ჩატარების კონკრეტული თარიღი არ დაუკონკრეტებია