ჯარისკაცმა ხიდიდან გადახტომით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

ჯარისკაცმა ხიდიდან გადახტომით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

საქართველოს შეირაღებული ძალების ჯარისკაცმა თავი მოიკლა. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, შემთხვევა თბილისში, გუშინ მოხდა. ჯარისკაცი ხიდიდან გადახტა.
სამხედრო პირის მიერ სუიციდის ფაქტს თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, თუმცა, ამ ეტაპზე უწყება დეტალებზე არ საუბრობს. 
სამინისტროში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ შემთხვევა სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე არ მომხდარა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ჯარისკაცი, რომელმაც თავი მოიკლა, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მსახურობდა.