მთავარი პროკურორის მოადგილის ირაკლი შოთაძის განცხადებით, საუბარი იმაზე, რომ 75 წლის ქალბატონით, პროკურატურა ახდენს რაიმე სახის ზემოქმედებას მოსამართლეზე, სრული აბსურდი და სიცრუეა.
როგორც შოთაძე აცხადებს, აღნიშნული თემის გავრცელების მიზანი პროკურატურის დისკრედიტაციაა.
„მტკიცება, რომ პროკურატურა 75 წლის ქალნატონით ახდენს რაღაც ზემოქმედებას საქალაქო სასამართლოს მოსამართლეზე, არის სრული სიცრუე. ამის ერთადერთი მიზანია მოხდეს პროკურატურის დისკრედიტაცია და დავაში, რომელიც კერძო სუბიექტებს შორის მიმდინარეობს, როგორმე ჩაერთოს პროკურატურა. შესაბამისად, აქ არანაირი შემხებლობა საქართველოს პროკურატურას არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს“, - განაცხადა შოთაძემ.